"ბარსელონამ" ბრაზილიელი ნახევარმცველი შეიძინა და "პალმეირასში" დატოვა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "პალმეირასის" 21 წლის ნახევარმცველი მათეუს ფერნანდესი შეიძინა, - იტყობინება კატალონიური კლუბი.

ფერნანდესს "ბარსამ" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და იჯარით სეზონის ბოლომდე მისსავე კლუბში დატოვა.

ტრანსფერი "ბარსელონას" 10 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 300 მილიონია.

ფერნანდესი "პალმეირასში" გასულ წელს "ბოტაფოგოდან" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული