ვილიანი "ბარსელონაში" მიდის

AutoSharing Option
"ანჟის" ყოფილი და ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი ნახევარმცველი ესპანეთში, კერძოდ კი კატალონიის "ბარსელონაში" ზაფხულში გადავა.

31 წლის ბრაზილიელ ვილიანს კონტრაქტი "ჩელსისთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად ის თავისუფალი აგენტი ხდება. გამომდინარე აქედან კატალონიური გრანდი მას უფასოდ დაიმატებს. "ბარსელონამ" და ვილიანის აგენტმა შეთანხმებას სირთულეების გარეშე მიაღწიეს.

მიმდინარე სეზონში ვილიანმა "ჩელსის" მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 5-ჯერ გამოიჩინა. ასევე მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
6 წელი იყო შახტარში და არც კი ვიცოდი რომ ანჟიში ჩაუტარებია 11 მატჩი. უცხოურ პრესაში ერთხელაც კი არ უხსენებიათ ანჟი :)))))
გუჯი
19:31 02-02-2020
0
ჟურნალისტები ხართ და ისე წერთ თითქოს სხვაგან არ უთამაშია. 2007 წელს დონეცკის "შახტიორმ" აღმოაჩინა ბრაზილიის უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ "კორიენთიასში". მგონი 11 მილიონი გადაიხადა და მეხუთე წელს გაყიდა 35 მილიონად ანჟიში. "შახტიორი" ფულის მანქანაა, უკვე მეთერთმეტი ბრაზილიელი იყიდე-გაყიდეს საუკეთესო გუნდებში, ერთიც ჩინეთში 70 მილიონად. ასეთი მფლობელი გვინდა "დინამოში", მაგრამ სადაა?...
emigranti
00:11 02-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული