"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: რაც კავანის ნათესავებმა და აგენტმა გააკეთეს...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ განცხადება გააკეთა პსჟ-ს თავდამსხმელი ედინსონ კავანის ვერშემდგარ ტრანსფერზე.

"ოდესმე პირდაპირ ვიტყვი, რატომ არ გადმოვიდა კავანი ჩვენთან და შესაძლოა, დავამტკიცო კიდეც, რომ მართალი ვიყავი.

არავის გამოყოფა არ მინდა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სიტუაცია გარკვეული ფეხბურთელების ნათესავემა და აგენტებმა შექმნეს. ეს გასაოგნებელია. აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმემ გაგვძარცვოს და უცნაურად მოგვექცეს,"- განაცხადა სერესომ.

შეგახსნებთ, რომ ედინსონ კავანის აგენტი მისი ძმა, ვალტერ ფერნანდო კავანი გახლავთ. გაქვცელებული ინფორმაციით "ატლეტიკოს" ურუგვაელი ფორვარდის შეძენა 18 მილიონ ევროდ სურდა, თუმცა
პარიზულმა კლუბმა ყველა წინადადება უარყო და ფეხბურთელი საფხულამდე პსჟ-ში დარჩება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული