ბეილის აგენტი: გუნდების უმეტესობას არ აქვს ჩემი კლიენტის ფინანსურად შეძენის ფუფუნება

AutoSharing Option
ბეილის ირგვლივ ჭორები არ წყდება. ჯონათან ბარნეტი, რომელიც გარეთის აგენტია, talkSPORT-თან საუბრობს ჭორებზე, რომელთA მიხედვით მისი კლიენტის მადრიდის "რეალიდან" წასვლაზეა საუბარი.

იყო თუ არა შემოთავაზება "ტოტენჰემისგან"? არა! შესაძლოა დანიელ ლევი სტუმრობდა მადრიდს, მაგრამ ეს საკითხი საჩემო არაა. გარეთი "რეალში" ძალიან ბედნიერია. მოდით, ვიყოთ გულახდილები: გუნდების უმრავლესობას არ აქვს ჩემი კლიენტის შეძენის ფუფუნება. დიახ, შესაძლებელია ითქვას: "დათანხმდეს გარეთი შედარებით დაბალ ხელფასს და ითამაშოს სადმე სხვაგან. თუმცა საქმე მხოლოდ გარეთში არ არის. საქმე ბეილის ცხოვრების სტილს და მის ბავშვებს ეხება. ისინი მადრიდში
იზრდებიან. შესაძლებელია თუ არა, რომ ბეილი "ტოტენჰემში" დაბრუნდეს 2022-ისთვის? არ მგონია. ის საკმაოდ მომგებიან პოზიციაშია. როცა კონტრაქტს ვადა გაუვა, იმედია, ის და თავისი ოჯახი ჩემთან ერთად დასხდებიან და მოვიფიქრებთ, როგორ ვიმოქმედოთ მომავალში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული