უსმან დემბელე დაბრუნდა და კვლავ დაშავდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 22 წლის ნახევარმცველმა უსმან დემბელემ მორიგი ტრავმა მიიღო.

კატალონიის რადიოს ცნობით, დემბელემ "ბარსას" ვარჯიში დროზე ადრე დატოვა, ვინაიდან ბარძაყის უკანა, ზედა ნაწილში დისკომფორტი იგრძნო.

შეგახსენებთ, დემბელემ ტრავმა 27 ნოემბერს, "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და ვარჯიში ახლახან განაახლა.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე დემბელემ 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული