უსმან დემბელე ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და ორი კვირა გაუცდებოდა, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა.

დღეს ჩატარებულმა მედშემოწმებამ დაადგინა, რომ დემბელეს ბარძაყის ორთავა მყესი სრულად აქვს გაწყვეტილი. რაც 3 წლის წინ "ბარსაში" გადავიდა, მას კუნთი მეშვიდედ დაუზიანდა.

კატალონიური საიტის ცნობით, დემბელე ამ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" აგრეთვე ტრავმირებული თავდამსხმელი ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბეილი, ანანიძე, მჭედლიძე ოქრიაშვილი,პაპუნაშვილი, არაბიძე ამათ ეშველება როდისმე?
irakli
21:59 04-02-2020
0
ვენაცვალე გერმანელებს, ხომ შეტენა 100 მილიონად ბარსას, მალე სანჩოსაც შეტენის. რეალის დედაც თუ გაინტერესებთ
ბმბ
23:16 04-02-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული