"ბარსელონამ" "ბოკა ხუნიორსის" მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" 18 წლის ცენტრალური მცველი სანტიაგო რამოსი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"ბარსამ" რამოსს 3+2 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმა.

რამოსი "ბარსელონას" დუბლებში ითამაშებს და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო იქნება, ხოლო, თუ პირველ გუნდში გადაიყვანეს, 100 მილიონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ რამოსს "ბოკას" ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული