აბიდალი: ნეიმარისა და მარტინესის ტრანსფერებში შეუძლებელი არაფერია

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ბოლო დროს ყურადღების ეპიცენტრშია. მან ჯერ გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს წასვლის დეტალები საჯარო გახადა, რითაც მესის უკმაყოფილება გამოიწვია, ახლა კი ნეიმარის დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

"არაფერია შეუძლებელი, - ამბობს აბიდალი. - ნეიმარის დაბრუნება და ლაუტარო მარტინესის მოყვანა შესაძლებელია. ამისთვის ჩვენ მოგვიწევს რიგი ოპერაციების განხორციელება, მაგრამ სწორედ ესაა ჩემი სამუშაო, ამისთვის ვარ მე "ბარსელონაში". რა თქმა უნდა, ნეიმარი და მარტინესი კარგი ფეხურთელები არიან, მაგრამ სხვა მოთამაშეებიც არსებობენ, რომლებსაც "ბარსელონას" გაძლიერება შეუძლიათ".

შეგახსენებთ, ნეიმარი "ბარსელონაში" 2013 წელს გადავიდა,
186 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა განახორციელა.
2017 წლიდან კი პსჟ-ში ასპარეზობს.

რაც შეეხება მარტინესს, 22 წლის თავდამსხმელი "ინტერში" 2018 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში 27-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და 17-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული