მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გუნდის დავალებებზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლომდე მოქმედებაში უნდა მოიყვანონ.
"თითოეული დარჩენილი შეხვედრა, როგორც ფინალი ისეა. ჩვენი მიზანი - ბოლომდე ბრძოლაა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ მოვუმატოთ და ამჟამინდელი სიტუაციიდან გამოვიდეთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ცოცხლები ვართ." - განაცხადა სიმეონემ Marca-სთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკომ" ბოლო 5 შეხვედრაში 4-ჯერ მარცხი იწვნია, "ლეგანესს" კი დაუზავდა. ასევე, გამოეთიშა ესპანეთის თასს და ლა ლიგაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა.