პეტი: მესი რონალდოსავით მანქანა არ არის - სათამაშოდ 1-2 წელი დარჩა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მესი რონალდო არ არის. ფიზიკურად მასსავით მანქანა არ არის. რონალდო მონსტრია, მესის კი, რომელიც 32 წლისაა, ყველაზე მაღალ დონეზე სათამაშოდ 1 ან 2 წელი დარჩა.

"ბარსაში" შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად თამაშის მიუხედავად, ლეოს ის სისწრაფე და დრიბლინგი აღარ ექნება. დარწმუნებული ვარ, მას ესმის, რომ დასასრული არც ისე შორს არის.

სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ინგლისის ინტენსიური ჩემპიონატი მესისთვის შესაფერისი იყოს. ლეოს არ უყვარს, როდესაც მჭიდროდ მეურვეობენ, ებრძვიან. ესპანეთში მას უფრთხილდებიან.

ინგლისელი ფანებისთვის სასიამოვნო
იქნებოდა მისი პრემიერლიგაში გადასვლა, მაგრამ მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ 32 ან 33 წლის მესის "მანჩესტერ სიტის" მსგავსმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმოს. თუ "სიტის" მისი შეძენა სურდა, ეს ორიოდ წლის წინ უნდა გაეკეთებინა", - განუცხადა პეტიმ Paddy Power-ს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რონალდუ 18 წლის ასაკიდან ქალებში რომ გულაობს ცნობილია იმიტომ მათ შორის პოპულარული გალბატონებიც არიან.აღარაფერს ვამბობ სკანდალურ გაუპატიურობებზე.მესიზე ასეთი არაფერი გამიგია,ალბათ ცოლის ერთგულია რაც მოსაწონია..რაც შეეხება ფეხბურთს მესი რომ გენიალურია ისევე როგორც კრიშტიანო არავინ უარყობს მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ ბოლო 4 წელია მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია. თუ მეშლება შემისწორედ.
ამაშია საქმე
17:23 09-02-2020
7
კრიშტიანოს ინსტეგრემზე 200 მილიონი ხელმომწერი ყავს და მსოფლიოს ყველა ადამიანებს შორის ლიდერია.მათ შორის უმეტესობა ქალია.რა პონტში შეიძლება ქალმა მესი წინ დააყენოს.შესახედაობით,იუმორით,ქარიზმით,მეგობრებით,ბიზნესით,ქველმოქმედებით,სიკეთით.ტატუს იმიტომ არ იკეთებს რომ სისხლის დონორია.დაბადების დღეზე ვერ ნახეთ რა მაგარი სამეგობრო ყავს.მესი კი ამხელა კაცია ინგლისური ვერ უსწავლია.თუ მართლა ჩატარდა გამოკითხვა თქვენი ფანატიზმის ამბავი რომ ვიცი მესის ფანები როგორ ქალები მისცემდით ხმას.
მეტიმეტია
14:14 09-02-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული