ზიდანი: ბეილი მნიშვნელოვანია, მასთან პრობლემები არ მაქვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბეილთან კონფლიქტი უარყო.

"ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშებში მონაწილეობა ვერ მიიღო, დღეს კარგად გამოიყურებოდა. პრობლემა ისაა, რომ ყველას სურს, ჩემსა და გარეტს შორის პრობლემა არსებობდეს, თუმცა ჩვენ მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გუნდში ბევრი ფეხბურთელი გვყავს და რთულია, თითოეულ მათგანს დიდი დრო დავუთმო. ფიზიკურად ის მზად არ არის, რომ მოედანზე მთლიანი დრო დაჰყოს. ამიტომ ცვლილებები შევიტანეთ. მისი იმედი ყოველთვის მაქვს." - ციტირებს ზიდანს "მარკა".

შეგახსენებთ, გუშინ, 9 თებერვალს, მადრიდის "რეალმა" "ოსასუნა" 4:1
გაანადგურა. ბეილმა თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და 72-ე წუთზე ზიდანმა ის ლუკას ვასკესით შეცვალა. ლუკასმა კი 84-ე წუთზე მეტოქეს გოლი გაუტანა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული