9 თებერვალს, ლა ლიგის 23-ე ტურში "რეალმა" სტუმრად 4:1 სძლია "ოსასუნას".
ისკომ ამ სეზონში პრიმერაზე პირველად გაიტანა - მის ანგარიშზე ჩემპიონატზე 50 გოლია.
გოლი სერხიო რამოსმაც გაიტანა და მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრები უყვიროდნენ: "მოკვდი, რამოს". მან "სამეფო გუნდში" ყველა ტურნირზე 90 გოლი გაიტანა და ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა ჩემპიონატზე, რაც რეკორდია.
"რეალი" 52 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ბარსელონას", რომელიც დღეს გასვლაზე "ბეტისს" დაუპირისპირდება, 6 ქულით უსწრებს.
პამპლონა. "ელ სადარი". 17 000 მაყურებელი
ოსასუნა - რეალი 1:4
გოლები: 1:0 გარსია (14), 1:1 ისკო (33), 1:2 რამოსი (38), 1:3 ვასკესი (84), 1:4 იოვიჩი (90+2)