"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი: მესის გუნდიდან წასვლა შეუძლებელი არ არის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

"მესი - გამორჩეული ფეხბურთელია. ის საოცრად თამაშობს "ბარსელონაში". ლეო გუნდში 13 წლიდან არის და მთლიან ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. პირადად მე არ მგონია, რომ მან გუნდი დატოვოს, თუმცა ამაში შეუძლებელი არაფერია." - ციტირებს ბრაიდს Football Italia.

მოგეხსენებათ, მესის კონფლიქტზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება. მან მტკიცედ გააკრიტიკა გუნდის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და შემდეგ ტერ შტეგენთანაც დაეძაბა ურთიერთობა. ლიონელს მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა ხელშეკრულებაში არის
პუნქტი, რომელიც მესის საშუალებას მისცემს, უფასოდ დატოვოს გუნდი 2020 წლის ზაფხულში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიკვირს ხალხის რომლებიც იძახიან მესი ვერ გაქაჩავს სხვა გუნდშიო.რა სარაგოსაში წავა თქვენი აზრით?მესიმ თუ დატოვა ბარსა არანაკლებ კლუბში წავა სადავ ეყოლება პასის მიმცემიც და გამცემიც აი ბარსას თავზე კი შავი ღრუბელი ჩამოწვება კაი ხანს რა განვითარებაზე ჩაპარაკობთ მესი ათრევს ამდენი ხანია ერთი ნეიმარი ყავდათ ნორმალური და ისიც ხარბად გაყიდეს იყიდეს მომავალი დემბელე და კოუტინიო და რა მოგებაც ნახა კი ეტყობა.ასე რომ ლეოს ნაშველებიც აქ და ეშველება სადაც არ უნდა წავიდეს საერთოდ ხვალვე რო დაამთავროს კარიერა
თემური
22:34 11-02-2020
0
მესისტებო არ გაგიჟდეს და არ დატოვოს ბარსა თორემ მესის დაერხევა ფაქტიურათ დაამთავრებს კარიერას სხვაგან არაფრის გამკეთებელი არ არის მთელი ბარსა მის ჭკუაზე დარბის და მაინც ვერაფერს აკეთებს აი ბარსელონასთვის მისი წასვლა არაფერია პირიქით უფრო განვითარდება
მესისტებს
15:25 11-02-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული