სუარესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდი განაგრძობს ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს. 33 წლის ლუისი სიარულს ყავარჯნების გარეშე ახერხებს. მოშუშების პროცესი გეგმით მიმდინარეობს.

თავდაპირველი დიაგნოზით, ლუისი 4 თვეს გამოტოვებდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპისთვის დაბრუნდება, თუ, რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ამ ეტაპზე გასვლას შეძლებს.

თუ აღდგენითი პროცესები ასეთი ტემპით შენარჩუნდება, სუარესი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს, არამედ ლა ლიგის ბოლო 4 ტურშიც დაეხმარება გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი საუკეთესო 9-ანო მიაწექი და გამოდი მალე ძალიან გვაკლიხარ, შენს საუკეთესო მეგობარს მესისაც ეტყობა უშენობა. გისურვებთ სწრაფ გამოჯამრთელებას. გეყოთ ლაზარეთობა.
2

სიახლეები პოპულარული