რონალდო: "ბარსელონადან" წასვლა არ მინდოდა, თუმცა "რეალი", ეს საოცრება იყო...

AutoSharing Option
ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ ამერიკულ მედიასაშუალება DAZN-თან "ბარსას" დატოვებისა და მადრიდის "რეალში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"მაშინ "ბარსელონასთან" კონტრაქტი უნდა გამეხანგრძლივებინა და ბრაზილიის ნაკრებში წავსულიყავი. ყველაფერი შევათანხმეთ და 5 დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებდნენ. მე უძლური ვიყავი, არადა, დარჩენა მინდოდა.

კლუბმა ისე არ დამაფასა, როგორც მე ველოდი და გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შემეძლო. რომ შემძლებოდა, დავრჩებოდი.

ბრაზილიის ნაკრებში რობერტო კარლოსთან ერთად ვთამაშობდი. სწორედ ის მომიყვა მადრიდის "რეალის" შ
ესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს კლუბი, თავისი მადრიდული გამოცდილება გამანდო. მას მერე გონებაში ჩამებეჭდა და რამდენიმე წლის შემდეგ მეც მომინდა, ეს ყველაფერი გამომეცადა.

როცა მადრიდში ჩავედი, ყველაფერი უფრო დიადი იყო, ვიდრე რობერტომ მითხრა. "რეალი" იმაზე უფრო დიდი კლუბი აღმოჩნდა, ვიდრე მე ველოდი. იქ დიდი მოლოდინები და დიდი ზეწოლაა. სხვანაირად არც შეიძლება, ეს ხომ მადრიდის "რეალია". იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. აღფრთოვანებული ვიყავი საკუთარი თავის ასეთ დიდ კლუბში ხილვით და იმ შანსით, რომ შემეძლო დავხმარებოდი, გამხდარიყო უფრო დიადი.

მაშინდელი "გალაქტიკოს" მიმართ დიდი მოლოდინები იყო. ჩვენც ძალიან ბევრი რამ დავამტკიცეთ, ეს გამარჯვებისთვის დაბადებული თაობა იყო. სწორედ ამ ჯგუფმა შევცვალეთ ფეხბურთი, როგორც ბიზნესის სფერო. ეს დიდი ცვლილება იყო ახალ საფეხბურთო ერაში.

რომელი რონალდო იყო უკეთესი? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემი რომელი ვერსია იყო საუკეთესო, თუმცა მე ყველა მათგანი მომწონდა.

მე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთის თამაში, დანარჩენი კი ფანებს უნდა ჰკითხოთ", - აღნიშნა "ფენომენმა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემო თაობის გულშემატკივრების გამოხმაურება მაინტერესებს. ფენომენი-რონალდო იყო იშვიათი შემტევი, რომელიც სადაც არ უნდა მიეღო ბურთი, პირდაპირ კარის მიმართულებით უტევდა, არა განივად, არა ფრთაზე, პირდაპირ კარისკენ. და ასეთი მახსოვს მხოლოდ 1. ედუარდ სტრელცოვი. ისიც ძალიან მაგარი იყო. 7 წელი ციხეში ჩასვეს, დაბრუნდა და ისევ ბრწყინავდა, ისიც სულ კარებზე იყო დაგეშილი, პირდაპირ მიდიოდა და ყველაფერს წალეკავდა გზაში.
alexandre
10:46 14-02-2020
1
უდიადესი ფეხბურთელი!მცველების მიმოპნევის გროსმაისტერი.
გოოლა
18:51 13-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული