ავარია, რომელზეც ყველა იოცნებებდა - ზიზუსა და გახარებული დაზარალებულის "სელფი" [PHOTO]

AutoSharing Option
იგნასიო ფერნანდესი მადრიდის უბან "ვალდებებასში" თავისი მანქანით მისეირნობდა, როცა მცირე ინციდენტი მოუხდა - უკნიდან სხვა მანქანა დაეჯახა.

მანქანიდან კი, ვინ-ვინ და, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გადმოვიდა, რომელიც "ბლანკოსის" ვარჯიშზე მიიჩქაროდა.

"როგორც კი დავინახე, რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცანი და ვუთხარი: "თქვენთან შეხვედრას სხვა გარემოში ვისურვებდი, თუმცა ცუდი არც ეს არის", - ამბობს იგნასიო La Voz de Galicia-სთან საუბარში.

მომხდარი ამბის ზედმეტი გახმაურებისა და აჟიოტაჟისაგან თავის დასაღწევად, ავეჯის მაღაზიის მფლობელმა იგნასიომ ზიზუს დაზღვევის საბუთების მოგვიანებით მოგვარება შესთავაზა და მასთან
"სელფის" გადაღება სთხოვა, რათა ეს მომენტი სამუდამოდ აღებეჭდა.

"ვუთხარი, თუ შეიძლებოდა ჩემთან "სელფი" გადაეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დამიჯერებდა, რომ ზიდანი მანქანით სწორედ ჩემს ავტომობილს დაეჯახა.

ზინედინმა თავაზიანად მითხრა თანხმობა, ქუდი მოიხადა და ჩვენც ფოტო გადავიღეთ", - დაამატა იგნასიომ.

Sportall.Ge

ამის შემდეგ იგნასიოს ზიდანის წარმომადგენელი დაუკავშირდა, დაზარალებულს მადლობა გადაუხადა, რომ მან ზიზუ ზედმეტი თხოვნებით არ შეაწუხა და ვარჯიშზე არ დააგვიანებინა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყიფიანი არა ნაკლები იყო არც პასით და არც ბურთის ფლობით.
გიგა
09:49 14-02-2020
0
ზიზუს კი აკლია კრიშტიანო.მაშინ რეალს ვეღარავინ გააჩერებდა ყურებიანი თასისთვის.
ასეა ეს
19:10 13-02-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული