ზიდანმა "რეალში" მოგებებით მოურინიოს გადაასწრო - წინ ორი მწვრთნელია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ ზინედინ ზიდანმა "რეალის" თავკაცის პოსტზე მოგებათა რაოდენობით ჟოზე მოურინიოს გადაასწრო და სამეფო კლუბის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მესამე მწვრთნელია.

გუშინ, 1 თებერვალს გამართული მადრიდული დერბი ზიზუსთვის 192-ე მატჩი გახლდათ "რეალის" დამრიგებლის რანგში და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 129-ე გამარჯვება მოიპოვა, ჟოზე მოურინიოს კი 128 ჰქონდა. 

ზინედინ ზიდანზე უფრო მეტი მოგება "ბლანკოსის" ისტორიაში ორ მწვრთნელს აქვს- ვისენტე დელ ბოსკესა და ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს აქვს. თუ დელ ბოსკეს შედეგი (133) ძალიან ახლოსაა და მისთვის გასასწრებად ზიზუს მხოლოდ 5 გამარჯვება სჭირდება,
მუნიოსის რეკორდი დიდი ხანი ხელშეუხებელი დარჩება. ლეგენდარული მწვრთნელის ხელში მადრიდულმა გრანდმა 357 გამარჯვება მოიპოვა. 

alt"რეალმა" გაიმარჯვა - "ატლეტიკო" პენალტის არდანიშვნის გამო უკმაყოფილოა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული