"ბარსელონამ" შესაძენად ფორვარდი აარჩია

AutoSharing Option
კატალონიურმა "ბარსელონამ" ფორვარდის პოზიციაზე "ხეტაფეს" თავდამსხმელი ანხელ როდრიგესი შეარჩია და მის შეძენას 10 მილიონი ევროს ფარგლებში შეეცდება. "ბარსას" ტრანსფერის უფლებას უსმან დემბელეს ხანგრძლივი ტრავმის გამო მისცემენ.

"ბლაუგრანა" ბიუჯეტური ფეხბურთელის შეძენაზე მუშაობს, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში 20 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვის საშუალება არ აქვთ. ვილიან ჟოზესა და როდრიგოს ტრანსფერებიც მაღალი ფასის გამო ჩაიშალა.

კიდევ ერთი კანდიდატი "ბეტისის" შემტევი ლორენ მორონი იყო, თუმცა ანდალუსიელები 30 მილიონ ევროს ითხოვენ. საბოლოო სიაში "ბარსას" ლუკას პერესი და ანხელი დარჩა. Marca-ს ინფორმაციით, პირველ რიგში, "ბლაუგრანა" ანხელის შეძენას
შეეცდება.

"ხეტაფეს" პრეზიდენტი ანხელ ტორესი მზად არის ანხელ როდიგესის ტრანსფერზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლის გატანა მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის მაგივრად ჩაკვეტაძე ეყიდათ 5-10 მილიონად!
გოგა
12:07 14-02-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული