მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი უეფას გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც "სიტის" 2 წლით ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა აეკრძალა.
"შესანიშნავი გუნდია, მოწინააღმდეგე, რომელთან თამაშიც ძალიან ძნელი იქნება. მომხდარი ამბის გამო მათ ძალიან დიდი მოტივაცია ექნებათ.
ნადმვილად არ გამხარებია ის, რაც მოხდა. არ დავიწყებ გადაწყვეტილების დეტალების განხილვას, თუმცა ამ ყველაფერმა მეტოქეს დამატებითი მოტივაცია მისცა,"- განაცხადა ზიზუმ.
მადრიდელები "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში 26 თებერვალს საკუთარ მოედანზე მიიღებენ. საპირისპირო შეხვედრა 17 მარტს, მანჩესტერში შედგება.