ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალსა" და "სელტას" შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმართა მცველმა ჯოზეფ აიდომ "თეთრების" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, მართალია უნებურად, თუმცა მაინც ტრავმისთვის გაიმეტა.

აიდო ბურთის აუტზე არგაშვებას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, დაეცა, ზიდანიც წააქცია და სახეში ბუციც უთავაზა. საბედნიეროდ, ძლიერად არა და ზიზუც ტრავმას გადაურჩა.

ბუნებრივია, ზიდანმა განელ მცველს იქვე ჩამოართვა ხელი, თუმცა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეჯახება საკმაოდ მტკივნეული გახლდათ და ფეხბურთელი იქ არ უნდა ყოფილიყო.

altავარია, რომელზეც ყველა იოცნებებდა - ზიზუსა და გახარებული დაზარალებულის "სელფი" [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ეს ზიდანი ამ ბოლო დროს ხან სხვის მანქანას ეჯახება, ეხლა ეს წაქცევა, ზიდან შენც მოურინიო ცანცარას ხომ არ ემსგავსები?
kote
13:05 17-02-2020
15
ამას დიდი ფეხბურთელი ამბობს? აბა სად უნდა ყოფილიყო? იქნებ თვითონ არ უნდა ყოფილიყო გვერდით ხაზთან სანტიმეტრებში?
ფეხბურთელი იქ არ უნდა ყოფილიყო.
11:58 17-02-2020
6

სიახლეები პოპულარული