მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუშინდელი მატჩი შეაჯამა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
"მტკივნეულია სახლის კედლებში ორი ქულის დაკარგვა. "სელტა" - კარგი გუნდია, რომელიც არ იმსახურებს სატურნირო ცხრილის ბოლოში ყოფნას. ძალიან არასასიამოვნოა ორი ქულის დაკარგვა იმის ფონზე, თუ რამდენი ვიმუშავეთ აქამდე", - ციტირებს ზიდანს Marca.
შეგახსენებთ, ესპანეთის 24-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ვერ შეძლო "სელტას" დამარცხება და ფრეზე დაუზავდა. მადრიდელებს 53 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. ისინი კატალონიის "ბარსელონას" ერთი ქულით ასწრებენ. "სელტა" კი 21 ქულით მე-17 ადგილზე განთავსდა.