ხუან ლაპორტა: "ბარსას" ხელმძღვანელობის მაფიოზური მეთოდები შემაძრწუნებელია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა გუნდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ამჟამინდელი პრეზიდენტი ბართომეუ I3 Ventures-ს ფულს უხდიდა, რათა სოციალურ ქსელებში მესი და სხვა ფეხბურთელები ე.წ. ბოტებს ეკრიტიკებინათ.

"უბრალოდ შემაძრწუნებელია, რომ ისინი მაფიოზურ მეთოდებს იყენებენ და გუნდის იმიჯს სვრიან. ეს მორიგ ჯერზე ადასტურებს მათ არაკომპეტენტურობას და ახლა დაპანიკებულები ცდილობენ, რაღაცები დამალონ. ისინი უნდა გადადგნენ." - განაცხადა ლაპორტამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული