"ბარსელონა" საგანგებო კრებას მართავს

AutoSharing Option
Diario Sport-ის ცნობით, დღეს კატალონიის "ბარსელონა" რიგგარეშე კრებას გამართავს.

კრებას დაესწრება გუნდის პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, 4 ვიცე-პრეზიდენტი და "ბარსას" გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ.

კრებაზე განიხილავენ I3 Ventures-ისთან შექმნილ სიტუაციას. შეგახსენებთ, კომპანიას ბართომეუ ფულს უხდიდა, რათა "ბოტებს" სოცქსელებში გუნდის რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის, ლიონელ მესი გაეკრიტიკებინათ. ასევე, კრებაზე ისაუბრებენ "ლეგანესის" ფორვარდ მარტინ ბრეითუაითის ტრანსფერზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როცა ოჯახის უფროსი,ოჯახს ებრძვის,პერსპექტივა ქრება.არ მესმის ბართომეუს ლოგიკა.
სოსო
12:15 21-02-2020
0
ბართომეუ უნდა გადადგეს
ყველა ბარსას გულშემატკივარი
17:44 19-02-2020
0

სიახლეები პოპულარული