ტრავმის სიმძიმე ცნობილია: 2 კვირის წინ დაბრუნებული ედენ აზარი...

AutoSharing Option
როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა "ლევანტესთან" წაგებულ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო.

შეხვედრის 67-ე წუთზე აზარს ხისტად ეთამაშნენ და მალე ის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა შეცვალა.

2 კვირის წინ გუნდში დაბრუნებული აზარი მადრიდელებს 2 თვით გამოაკლდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელგიელი "თეთრებს" ვერც "მანჩესტერ სიტითან" 2-მატჩიან დაპირისპირებაში დაეხმარება და ვერც "ელ კლასიკოში" მიიღებს მონაწილეობას.

29 წლის ფეხბურთელს ნოემბრიდან მოყოლებული თებერვლის დასაწყისამდე არ უთამაშია და ახლაც გამოაკლდა გუნდს. არა და, აზარი "რეალის" უძვირფასესი შენაძენი იყო ზაფხულში და
კრიშტიანოს შემცვლელად მოიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Azari kargi fexburtelia, tumca ronaldos shecvla am etapze carmoudgeneli mgonia
Milani
23 თებერვალი 2020 22:45
0
დემბელე აქეთ აზარი, ბეილი შუშა ფეხბურთელები, მე ასეთებს გავუშვებდი ეგრევე გუნდიდან
irakli
23 თებერვალი 2020 18:28
7
Sos
Kika
06 მარტი 2020 09:59
0
აზარი კი არა, რონალდოს კარგა ხანს ვერავინ შეცვლის, ის დროა რომ რონის 7 -იანი მუზეუმს გადასცენ და აღარავის მისცენ ეგ ნომერი
ზურა
23 თებერვალი 2020 17:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული