The Sun-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელის, ერლინ ჰოლანის შეძენას შეეცდება.
ჰოლანი "ბორუსიაში" 2020 წლის იანვარში "ზალცბურგიდან" გადაბარგდა. კონტრაქტი მას გერმანულ გუნდთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ერლინმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 39 გოლი გაიტანა. "ბორუსიაში" 8 შეხვედრა გამართა და 11 გოლი შეაგდო.