
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის 86-ე წუთზე "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო გააძევეს და საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აი, როგორი კომენტარი გააკეთა მან.
"ძალიან მძიმე საღამოს შემდეგ ორ ვარიანტს ვხედავ: ან გუშინდელ წაგებაზე შეიძლება ვიფიქრო და ან შემდეგი გამარჯვებისათვის ვიშრომო. მე მეორეს ვირჩევ.
გულით და გონებით უკვე კლასიკოში ვარ", - დაწერა სერხიომ "ტვიტერზე".
"რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი პირველ მარტს გაიმართება.