ხორხე ვალდანო: მომავალი კლასიკო ხეიბრების ბრძოლაა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ მომავალ ელ კლასიკოზე ისაუბრა.

"მომავალი კლასიკო ხეიბრების ბრძოლაა. "ბარსა" და "რეალი" ახლა მძიმე დროებას განიცდიან. კატალონიელები ოქროს მედლებისთვის ბრძოლას "რეალის" ცუდი ფორმის გამო დაუბრუნდნენ.

"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ ბევრმა თქვა, რომ სტადიონზე არ მოვლენ, რათა წაგებას და თავიანთი გუნდის წვალებას არ უყურონ. თუმცა, ამ კლასიკოში ბევრი ჭრილობა მოშუშდება. "რეალში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია და თანაც, სახლში ითამაშებენ.

"ბარსელონამ" "ნაპოლისთან" საშინელი შეხვედრა ჩაატარა. "ნაპოლისთან" და "სიტისთან" თამაში სულ სხვა რამაა. ვფიქრობ, "რეალს" მეტი დადებითი მომენტი ჰქონდა,
ვიდრე "ბარსელონას". ისიც სათქმელია, რომ მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა და თავის გუნდს 5:0 გამარჯვება მოაპოვებინა.

"სიტისთან" მატჩში "რეალი" ბურთს ფლობდა და თამაში მიჰყავდა, მაგრამ როდესაც "ქალაქელებს" ბურთი არ ჰქონდათ, შეცდომას არ უშვებდნენ.

გაშვებული გოლის შემდეგ "რეალმა" კონტროლი დაკარგა. ასეთი რამ ხშირად ხდება. "ბლანკოსმა" საპასუხო მატჩში პირველმა უნდა გაიტანოს გოლი, თუმცა ახლა გოლის გატანა უჭირთ", - განუცხადა ვალდანომ Goal-ს.

"რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება პირველ მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული