სუარესი - კონტაქტის გახანგრძლივებაზე: ყველაფერი კლუბის ხელშია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი თავის მდგომარეობაზე საუბრობს და იმედს იტოვებს, რომ გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"ბედნიერი ვარ "ბარსელონაში", ჩემი ოჯახიც ბედნიერია და ვგრძნობ, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს. 

რა თქმა უნდა, ვისურვებდი კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ ყველაფერი კლუბის ხელშია. მიმდინარე ხელშეკრულებაში პუნქტია, რომლის თანახმად გუნდი გამიხანგრძლივებს კონტრაქტს, თუ მე მომავალი სეზონის მატჩების სულ მცირე 60%-ში მივიღებ მონაწილეობას." - ციტირებს სუარესს RAC1.

მიმდინარე სეზონში 33 წლის სუარესმა 23 მატჩი გამართა, სადაც 14 გოლი და 11 ასისტი მიიწერა. მისი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა
მოქმედი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული