არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო გატი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის დიდი კრიტიკოსია და კლასიკოში მისი თამაში, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასა.
"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ დიდ თამაშებში თავს ვერ წარმოაჩენს. მოწყენილი სახე აქვს და თანაგუნდელებს წინ ვერ მიუძღვის.
ლეო ყოფილი ფეხბურთელივით გამოიყურება. "ბარსელონამ" საზიზღრად ითამაშა", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.