უგო გატი: მესი დიადებს ჩამორჩება - რონალდინიოც კი სჯობდა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატიმ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი წარსულის დიად ფეხბურთელებს შეადარა.

"ვინც მინახავს, მესი მათ ძალიან ჩამორჩება. ის უმაღლეს ეშელონშიც კი არ შედის.

ჩემს დროს საუკეთესო პელე იყო, მერე - ალფრედო დი სტეფანო. დანარჩენები ძალიან ჩამორჩებოდნენ. თვით ფორმის პიკზე რონალდინიოც მესიზე უკეთესი იყო.

მარადონასთან ერთად "ბოკასა" და ნაკრებში მითამაშია. ჯობია მასზე არ ვილაპარაკო. მესი მასზე უკეთესი არაა.

ამას გარდა, მარადონა საჭირო მომენტებში თავს წარმოაჩენდა, მესი - არა", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-ს ეთერში.

გატი: მესი დიადებს ჩამორჩება - რონალდინიოც კი სჯობდა" style="height: 50px; width: 50px;" />უგო გატი: მესის ესპანეთთან უნდა ეთამაშა; აი, რონალდო ითამაშებდა

altგატი: პელეს დროს მესის თამაში გაუჭირდებოდა

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვერავინ ვერ იქნება ყველაფერში და ყველგან, ყველაზე ძლიერი , უდიდესი სპორტსმენიც კი, მით უმეტეს კოლექტიურ თამაშში, , დიდია პელე , გარინჩა, მარადონა,კრუიფი, ზიდანი , რონალდო, რონალდინიო, რონალდუ .....მესი რომ დიდი ფეხბურთელია ამაზე კამათი უადგილოა, აი რომელია 1,2,3 ეს უკვე გემოვნების საკითხია და ამაზე არც უნდა იდავო, შენთვის ერთია სხვისთვის მეორე და ა.შ. კი არსებობს სტატისტიკა მაგრამ აქაც ბევრი სხვა ფაქტორია ისეთი რომელსაც შეგიძლია არ დაეთანხმო ერთმნიშვნელოვნად. ასე რომ ეს კამათი დაუსრულებელია, გამარჯვებული ამ კამათში ვერ იქნება.
ბაბაია
11:02 27-02-2020
0
მესი ისტორიაში საუკეთესოა,რონალდინიო ყველაზე დიდი "ტეხნარი"ვინც კი მინახავს
sake
20:01 26-02-2020
2

სიახლეები პოპულარული