მესი თხის "როლში" - EUROSPORT-მა "ელ კლასიკოს" კარიკატურა მიუძღვნა [PHOTO]

AutoSharing Option
პან-ევროპულმა სპორტულმა მედიასაშუალება "ევროსპორტმა" განვლილ "ელ კლასიკოს" კარიკატურა მიუძღვნა და "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელ ლიონელ მესის თხის როლი არგუნა.

კარიკატურაზე ვხედავთ ტიბო კურტუას, რომელსაც საკუთარი კარი საიმედოდ, ოქროს გასაღებით აქვს დაცული. ასევე, დანი კარვახალის ქუჩას, ტონი კროოსის უზუსტეს პასს, ზიდანის კორონაცის ვინისიუს ჟუნიორის მიერ და კაზემიროს, რომელსაც კისრით უჭირავს თხა.

Sportall.Ge

მესის ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოდ, ინგლისურად კი ამ ფრაზის აბრევიატურა იწერება, როგორც GOAT, ხოლო თავად სიტყვა goat ინგლისურ ენაში თხას ნიშნავს.

ბრაზილიელმა საყრდენმა ლიონელ მესის მეორე ტაიმში გასაქანი
არ მისცა. ისიც აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად ფრთებშესხმული მესი არც "ელ კლასიკოს" პირველ ნახევარში ყოფილა. როგორც მთლიანად გუნდმა, ისე არგენტინელმა თამაში ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ერთს უკვე აეწვა! ვინ იქნება შემდეგი?
2
შესვენებაზე რონი ყოფილა რეალის გასახდელში გაუმხნევებია და წარმატება უსურვებია.ვინისიუსმა გატანილი გოლი იმიტომ აღნიშნა რონივით.სადაც რონია სტადიონზე თუ მის გარეთ ყველგან ზეიმი და წარმატებაა.
თემო
23:28 03-03-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული