ათენის აეკ-ის უკრაინელმა მცველმა დმიტრი ჩიგრინსკიმ, რომელიც 2009-11 წლებში "ბარსელონას" რიგებში გამოდიოდა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასა და ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა.
"ბარსელონაში" ყოფნისას ყველაზე ახლოს ზლატანსა და მაქსველთან ვიყავი. იბრა თავისებული ადამიანია. ის ცხოვრებაშიც ისეთი გახლავთ, როგორც პუბლიკაში. უბრალოდ, ხალხს მისი სწორად არ ესმის ხოლმე. ფიქრობენ, რომ ის თავს წარმოაჩენს ასეთად, რეალურად კი ზუსტად ისეთია, როგორიც ჩანს. არ უყვარს, როცა "ეთამაშებიან".
თუ იბრაჰიმოვიჩს არ ეთანხმები, ჯობს პირდაპირ უთხრა, უფრო მეტად დაგაფასებს. როცა "ბარსაში" "შახტარიდან" ჩავედი, ნაპერწკლები
ცვიოდა, პირველივე ვარჯიშიდან გამოჩნდა: "ან შენ ამტვრევდი, ან შენ გამტვრევდნენ". ისე გამოვიდა, რომ იბრას ძლიერად დავეჯახე, ვარჯიშის შემდეგ კი მითხრა: "ბრავო, იესო, ბრავო!" მას შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა ჩვენ შორის, თან თვე-ნახევარი ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.
მახსოვს, შვედეთს ვეთამაშებოდით კვიპროსში. მოდის ზლატანი და მეუბნება: "იესო, ამ გეის თავი უნდა დავაღწიო", გვარდიოლას გულისხმობდა. შემდეგ კი ამიხსნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მოთმენას არ აპირებდა. ეს ურთიერთობის დროსაც ჩანდა. იბრა ამინდს ქმნიდა, პეპს კი მისი პოზიციის შეცვლის არანაირი რეალური მიზეზი არ ჰქონდა.
მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ინტერს" ვეთამაშებოდით. პირველი შეხვედრა 1:3 წავაგეთ, პირველი ტაიმი სახლში ფრედ, 0:0 დასრულდა. მოდის გვარდიოლა, რაღაც ტაქტიკურ ნიუანსებს განიხილავს და ბოლოს ოხრავს: "მესი, გთხოვ, რამე გააკეთე". ამაზე იბრამ სულ გააფრინა.
შემდეგ ყველაფერი უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა. ვარჯიშის დროს ზლატანი ხმამაღლა იძახდა ხოლმე: "იბრა, შენ საუკეთესო ხარ! ამას როგორ ახერხებ! ყველა ეს იდიოტი კი ყურადღებასაც არ გაქცევს!" შემდეგ შევიდოდა გასახდელში და ფეხბურთელებს ეუბნებოდა: "შკოლნიკებო", ხომ ხედავთ, ვარჯიშებზე სულ განადგურებთ", - თქვა ჩიგრინსკიმ "იუთუბარხ" "Вацко Live"-თან საუბარში.