კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მასშტაბურ კამპანიას გეგმავს.
კატალონიელებს სურთ, რომ ლიონელ მესის კარიერის ბოლო წლებში სერიოზულად ძლიერი გუნდი ჰყავდეს და კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.
კლუბის ხელმძღვანელობას, პირველ რიგში, არ სურს, წინა წლების სატრანსფერო შეცდომები გაიმეოროს და ისეთი ფეხბურთელები მოიყვანოს, რომლებიც სათადარიგოებად გადაიქცევიან. აღსანიშნავია, რომ "ბარსაში" 2 მცველსა და 2 თავდამსხმელს მოიწვევენ. მათი მიზანია, ლუის სუარესს გრძელვადიან პერსპექტივაში შემცვლელი მოუძებნონ. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭება გუნდის ექსფორვარდის, ბრაზილიელი ნეიმარის დაბრუნებას.