"ბარსელონამ" ნეიმარის დაბრუნება გადაწყვიტა - ეს 180 მილიონად შეუძლია

AutoSharing Option
"ბარსელონამ" პსჟ-დან თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნება მტკიცედ გადაწყვიტა

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ეს ზაფხულში "ბარსას" მთავარი სატრანსფერო ამოცანაა. ბრაზილიელს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან და მზადაა გუნდი დატოვოს.

თუ ადრე კატალონიურ კლუბს "პარი სენ ჟერმენთან" უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება, ახლა უკვე ფიფას რეგლამენტის მიხედვით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ შეუძლია მისი კონტრაქტის გამოსყიდვა.

წესი კი ასეთია: ფეხბურთელს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ შეუძლია კლუბი განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ დატოვოს, თუ კონტრაქტის გაფორმების მომენტში 28 წლის არ იყო.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გამოთვლით, ეს სიამოვნება 180 მილიონი
ევრო დაუჯდებათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული