ამ მიზეზის გამო არ გადავიდა ედეგორი "ბარსელონაში"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ნორვეგიელი მარტინ ედეგორის აგენტი ჰყვება, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მისი კლიენტი მადრიდის "რეალში" და არა კატალონიის "ბარსელონაში". 

"ბარსელონა" თავის აკადემიაში, "ლა მასიაში" გადასვლას გვთავაზობდა. მათ ჩემპიონთა ლიგის  მატჩზე დასასწრები ბილეთიც კი გამოგვიგზავნეს. "ბარსელონა" - შესანიშნავი კლუბია, მაგრამ  მარტინმა და მამამისმა ბევრი დეტალი გაითვალისწინეს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.  იმ მომენტში კატალონიელებს აეკრძალათ ახალბედების გაფორმება. ასე რომ, მარტინს მოუწევდა  კიდევ ერთი წელი ნორვეგიაში დარჩენილიყო. 

საბოლოოდ, მადრიდის "რეალმა" თავისი პირობები შემოგვთავაზა. მათ მარტინისთვის  გეგმა მოამზადეს. რა თქმა უნდა, მას მესისთან ერთად თამაში სურდა, რამდენადაც ის საუკეთესო  ფეხბურთელად ითვლება. მარტინი ცდილობდა, მესის მოძრაობები გადმოეღო. როცა  მარტინის თამაშს დააკვირდებით, შენიშნავთ, მესისგან რა ისწავლა." - ციტირებს აგენტს sports.es-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული