"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.

გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.

"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მსოფლიო ჩემპიონობა რომ გუნდურია,სწორედ იმ გუნდში უნდა ითამაშო გასაოცრად და შენი მრავალოქროს ბუციანობა უნდა დაამტკიცო.
ნიანია ბაკურიანი
07 მარტი 2020 11:50
4
როგორმე ვიცით, რომ მსოფ. ჩემპ-ონობა გუნდურია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ 11-ი ფეხბურთელები თამაშობენ ნაკრებში ისე, რომ მარტო მესის ნუ ავკიდებთ სხვა ფეხბურთელების ინერტულობას. მესის თამაშმა არ გაიყვანა არგ-ის ნაკრები, მოსკოვის მსოფ. ჩემპიო-აზე? სხვებსაც გაენძრიათ ფეხები მარტო მესი ხომ არ თამაშობდა? რაც შეეხება მრავალბუციანობას მესიმ დიდი ხანი დაგიმტკიცათ და აღარაფერში ჭირდება დამტკიცება!
ნიანიას, ბარსა მესისგან.
07 მარტი 2020 13:22
0
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვერცერთი ოქროს ბურთი და ბუცი ვერ გადაწონის.
nikolozi
06 მარტი 2020 22:39
12
მესიმ დიდი ხანია უკვე ინდივიდუალურად გადაწონა გუნდური ჩემპიონატები!
barsa mesi
07 მარტი 2020 10:44
1
ნიკოლოზ მესის უკვე გადაწონილი აქვს დიდი ხანია! მსოფლიო ჩემპიონი გუნდურია, ოქროს ბურთების მოპოვება კი პირადული და ბევრი ფეხბურთელის საოცნებო ტიტული!
barsa mesi
07 მარტი 2020 09:17
1
მესის უამრავი ოქროს ბურთი და ოქროს ბუცები სულ გადაწონის და გადმოწონის მსოფლიო ჩენპიონის ტიტულებს, ჩვენთვის ეს უფრო საამაყოა! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
barsa mesi
06 მარტი 2020 20:11
6
მართლაც რა მაგარი ფეხბურთელი უნდა იყო რომ ამდენი ოქროს ბურთები მიიღო. უბრალოდ საოცრებაა.
ზურა
06 მარტი 2020 20:53
1
რაც არ უნდა დაწეროთ მესი უკვე ისტორიაში წერია. მერე რა რომ ნაკრებში არაფერი მოუგია ის ფენომენია მე არ ვარ ბარსელონას გულშემატკივარი მაგრამ ეს სიმართლეა მეგრობო.
ფენომენო
06 მარტი 2020 19:36
2
მესის არასოდეს არ გავაკრიტიკებ ის ნამდვილად დიდი ფეხბურთელია.
ჩემი აზრით დიდი ფეხბურთელობა ერთი,მაგრამ მსოფლიოს ყველა დროის ნომერი პირველი ფეხბურთელი,რომ გერქვას იმ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე,რაც ამ წოდებისთვის არის საჭირო,კერძოდ:ისეთივე უზადოდ უნდა თამაშობდე შენს ეროვნულ ნაკრებში,როგორსაც ამა თუ იმ კლუბში თამაშობ,მესის შემთხვევაში,ის როგორც ბარსაში თამაშობს გასაცვიფრებლად ასევე უნდა თამაშობდეს არგენტინის ნაკრებში,რაც ჩემდა სამწუხაროდ არ გამოდის,ამასთანავე ნაკრების ეგიდით აუცილებლად უნდა ქონდეს მოგებული ტიტულები:კოპა ამერიკა,მსოფლიო ჩემპიონობა და მისთ,ასეთი ტიტულები თავიანთ განსაცვიფრებელ თამაშთან ერთად პელესაც და მარადონასაც მოგებული აქვთ,ამიტომ მესის მათთან გატოლება არასწორად მიმაჩნია.
თერჯოლელი
06 მარტი 2020 18:51
8
შენი ერთგული ქომაგებისთვის ყოველთვის პირველი იქნები ლეო მესი!
ნონა
06 მარტი 2020 18:44
4
ყველაზე მთავარ ელ კლასიკოში ნული იყო და ლევანტესთან და ბეტისთან კუთხურებიდან და ჯარიმებიდან ჩაწოდებული ბურთები საგოლე პასებად ითვლება ხოლო სამარცხვინო ეიბარის განადგურება უდიდეს წარმატებად.მოკლედ ჩალიჩობს.
ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო კაცი
06 მარტი 2020 18:37
10
აჰა პირველი ბოღმაც გამოჩნდა!!!! ლანძღვა გინებას გახსნილად ვაცხადებთ!
?
06 მარტი 2020 18:51
4
ამაშია საქმე, სად ხარ? მოგვენატრე ბიჭო, მოგვენატრა შენი "ბრძნული" კომენტარები. იჩქარე თორემ რიგში მოგიწევს ჩადგომა, ხომ იცი ბოღმები არ გაგიშვებენ წინ.
!!!!!!!!!!
06 მარტი 2020 18:24
4
აბა როლანდოს, მარადონას, პელეს ვაი ბალელშჩიკებო, ცოტა ხანი თქვენი ხმა არ ისმოდა, ძალიან გასუსულები იყავით. აბა ჰე ძალა ხომ მოიკრიფეთ, აბა ერთად დაეწყვეთ და იჩქარეთ მესიზე სტატია დაიდოოოოოოო! ამ შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებთ?
l m
06 მარტი 2020 18:17
3
გეტანხმები სასაცილოა ეს ფორმალური ტვის საუკეტესო ფეხბურტელად დასახელება . როცა საუკუნის საუკეტესო ფეხბურტელია .
Kote
06 მარტი 2020 17:40
3
კოტე 1OO%-იანი გეთანხმებით.
გია
06 მარტი 2020 18:41
3

სიახლეები პოპულარული