"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.

გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.

"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
აბა დაიწყეთ უცოდინრებმა, დაბოღმილებმა, არ შემდგარებმა და წარუმატებლებმა მესის კრიტიკა. დ.დ.
barsa
06 მარტი 2020 17:32
3
ხვიჩა ყაზაიშვილო, მესის ასეთ სურათს ხშირად ნუ დებთ. სხვა სურათები მოიძიეთ.
?
06 მარტი 2020 17:32
2
ჩვენო ლეგენდავ და ბრწყინვალე ფეხბურთელო, ვამაყოფთ შენით! დაუმსახურებელი ზღვარს გადასული კრიტიკა, რომელიც შეურაცყოფაში გადადის შენს მიმართ, მაინც ვერაფერს დაგაკლებს, უფრო მეტიც გაგაძლიერებს. დარწმუნებული ვარ დაიწყება ისევ ლანძღვა-გინების კორიანტელი, აბა მესიზე სტატიას ისე გაატარებენ რომ შეურაცყოფაზე არ გადავიდნენ? ესეთები ხომ ვერ იტანენ როცა მესის პირველობას აკუთვნებენ.
l.m.
06 მარტი 2020 17:29
2
სასაცილოა
სასაცილოა
06 მარტი 2020 17:22
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული