ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.
გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.
"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ჩემი აზრით დიდი ფეხბურთელობა ერთი,მაგრამ მსოფლიოს ყველა დროის ნომერი პირველი ფეხბურთელი,რომ გერქვას იმ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე,რაც ამ წოდებისთვის არის საჭირო,კერძოდ:ისეთივე უზადოდ უნდა თამაშობდე შენს ეროვნულ ნაკრებში,როგორსაც ამა თუ იმ კლუბში თამაშობ,მესის შემთხვევაში,ის როგორც ბარსაში თამაშობს გასაცვიფრებლად ასევე უნდა თამაშობდეს არგენტინის ნაკრებში,რაც ჩემდა სამწუხაროდ არ გამოდის,ამასთანავე ნაკრების ეგიდით აუცილებლად უნდა ქონდეს მოგებული ტიტულები:კოპა ამერიკა,მსოფლიო ჩემპიონობა და მისთ,ასეთი ტიტულები თავიანთ განსაცვიფრებელ თამაშთან ერთად პელესაც და მარადონასაც მოგებული აქვთ,ამიტომ მესის მათთან გატოლება არასწორად მიმაჩნია.