"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.

გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.

"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც არ უნდა დაწეროთ მესი უკვე ისტორიაში წერია. მერე რა რომ ნაკრებში არაფერი მოუგია ის ფენომენია მე არ ვარ ბარსელონას გულშემატკივარი მაგრამ ეს სიმართლეა მეგრობო.
ფენომენო
19:36 06-03-2020
2
გეტანხმები სასაცილოა ეს ფორმალური ტვის საუკეტესო ფეხბურტელად დასახელება . როცა საუკუნის საუკეტესო ფეხბურტელია .
Kote
17:40 06-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული