"ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ "რეალი" მე-15 ადგილოსანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უჭირთ ესპანეთში გრანდებს, ოხ, რარიგად უჭირთ

8 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურში "ბეტისმა" სახლში "რეალს" 2:1 მოუგო.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი, ისევე, როგორც მთელი მატჩი, კარგად ჩაატარეს. ჯერ ბარტრამ ახლო მანძილიდან გადააცილა თავურით ბურთი კარს, შემდეგ კურტუამ ფეკირის დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო მე-40 წუთზე სიდნეიმ ანგარიში გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მეკარეს ბურთის მოგერიება მართებდა. თუმცა სტუმრებმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ საპასუხო გოლი გაიტანეს - მარსელოს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ბენზემამ გამოიყენა.

55-ე წუთზე "ბეტისის" ვეტერანმა ნახევ
არმცველმა ხოაკინმა საგოლე მომენტი გააცუდა. სამაგიეროდ, შანსი ხელიდან არ გაუშვა შეცვლაზე შესულმა ტელიომ, რომელიც გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რეალი" 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 14 მარტს "ეიბარს" უმასპინძლებს.

"ბლანკოსმა" უკანასკნელი 7-დან 4 მატჩი წააგო - იქამდე 32 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

ბენზემამ "რეალში" 241-ე გოლი გაიტანა, პუშკაშს დაეწია და ამ მაჩვენებლით ხუთეულში შევიდა - 450 გოლით საუკეთესო რონალდოა.

38 წლის ხოაკინმა პრიმერაში 544-ე მატჩი ჩაატარა. მასზე წინ მხოლოდ სუბისარეტა (622) და რაული (550) არიან.

სევილია. "ბენიტო ვილამარინი". 51 521 მაყურებელი
ბეტისი - რეალი 2:1
გოლები: 1:0 სიდნეი (40), 1:1 ბენზემა (45+3, პენ), 2:1 ტელო (82)

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რეალის მომხრეებო! სადა ხართ? დავიწყოთ ეხლა ბარსას და მესის მომხრეებმა ლანძღვა გინება თქვენს მიმართ? რასაც თქვენ ბარსას და მესის მიმართ კადრულობთ, უკანასკნელი ნაძირალაც არ იკადრებს. ამით ვამთავრებ. არ დავეცემით თქვენს დონეზე.
goCa
09:23 09-03-2020
5
რეალსა და ბარსა უჭირთ გეთანხმები, მაგრამ ბარსას ნაღდად ობიექტური მიზეზი აქვს. ჯერ ვალვერდეს უნიათობა, მერე ბარსას პრეზიდენტის არაფრის მომცემი ტრანსფერები, ეხლა უფრო უარესი შემცვლელი ვალვერდესი, სეტიენი რომელიც არ არის ბარსას დონის. როგორ გგონიათ ასეთი იძულებითი ცვლილებები არ აისახება გუნდზე ? ერთი სავარჯიშო სისტემიდან უცებ გადასვლა სხვა ახალი მწვრთნელის სიტემაზე ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით ბარსას სჭირდება ან გვარდი ან ხავი სასწრაფოდ, და საშუალო დონის ფეხბურთელებისგან გუნდის გამოხშირვა.
barsa mesi
11:02 09-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული