მადრიდის "რეალის" მოთამაშეს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ლა ლიგა შეჩერდა!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდების მოთამაშეები კარანტინში იქნებიან: ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კარანტინის საჭიროება იმ მიზეზით გახდა საჭირო, რომ ფეხბურთელები და კალათბურთელები ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ.

"ეიბართან" გასამართი მატჩი, რომელიც 13 მარტს იყო დაგეგმილი, გადაიდება" - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადების შემდეგ, რამდენიმე წუთში, ლა ლიგამ დააანონსა, რომ ჩემპიონატი შეჩერდა.

გუნდი ჯერ-ჯრეობით არ ასახელებს კალათბურთელის ვინაობას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოტალიზატორებს დაერხა
zviadi
17:47 12-03-2020
0
ეს ვირუსი ჩაივლის და მერე ნახეთ ტოტალიზატორზე თამაშები
გოგა
19:39 12-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული