"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ თავისი გუნდის მწვრთნელი დიეგო სიმეონე შეაქო.
"სიმეონე ჩვენი კლუბის ისტორიაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა შორისაა. ვიცოდით, რომ "ლივერპულის" დამარცხება შეგვეძლო.
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი და შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომლის იმედი კიდევ მრავალი წელი შეიძლება გვქონდეს. სიმეონეს სამუდამო კონტრაქტს გავუფორმებდი", - ციტირებს სერესოს TyC Sports-ი.