"ოთხთაბათს დილით მოვედით სავარჯიშოდ. ვარჯიში დავიწყეთ და გამოჩნდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ ყველაფერი 2 კვირით უნდა გაგვეჩერებინა. თითოეული ჩვენგანი უნდა დარჩეს სახლში და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს მადრიდი.
რამდენადაც მე ტრავმა მივიღე და აღდგენით ვარჯიშებს გავდიოდი, იმ ჯგუფში ვიყავი, სადაც ინფიცირებული კალათბურთელი იყო. თუმცა მე არავითარი სიმპტომები არ აღმომაჩნდა." - ციტირებს 22 წლის თავდამსხმელს marca.
შეგახსენებთ, მადრიდის "რეალის" კალათბურთელს ტრეი ტომპკინსს კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.
ბუნდესლიგის ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
მაკგრეგორის დეიდა კორონავირსუმა იმსხვერპლა