ლუის სუარესი აპრილის ბოლოს ჩადგება მწყობრში

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი შეიძლება ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდეს.

ურუგვაელს იანვარში მარჯვენა მენისკზე ოპერაცია გაუკეთეს და მაშინ იუწყეს, რომ 4 თვე გაუცდებოდა.

As-ის ცნობით, სუარესი, ალბათ, აპრილის ბოლოს ჩადგება მწყობრში. ამჟამად ლა ლიგა კორონავირუსის გამო მინიმუმ 2 ტურითაა შეჩერებული.

სუარესმა ამ სეზონში პრიმერას 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოგი ჭირი მარგებელიაო, უთქვამთ ჭკვიან ხალხს(მოდი და ნუ დაუჯერებ) სუარესის შემთხვევაშიც ასეა, ამ იძულებით საფეხბურთო პაუზას გამოიყენებს, რომ მალე გამოჯამრთელდეს და ჩადგეს მწყობრში. იმედია ყველაფრი კარგად დამთავრდება.
barsa mesi.
10:15 15-03-2020
0

სიახლეები პოპულარული