როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ატლეტიკო პარტადა ალტას" ბავშვთა ფეხბურთის სისტემაში მომუშავე მწვრთნელი, სახელად ფრანცისკო გარსია, კორონავირუსით გარდაიცვალა.
ფრანცისკომ აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ის კლუბში საბავშვო გუნდის მწვრთნელად მუშაობდა და გარდაცვალების დღეს 21 წლის იყო.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გარსია ვირუსის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანთა კატეგორიაში შედიოდა, გარკვეული ხნის წინ ის ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.
ახალგაზრდა სპეციალისტი გუშინ, 15 მარტს, მალაგის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოცემის მიხედვით, სიკვდილამდე ფრანცისკო სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებსაც ეკონტაქტებოდა.