როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ესპანური "ვალენსიას" 3 ფეხბურთელსა და მთავარი გუნდის პერსონალის 2 წევრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ.
გუნდის არგენტინელი მცველი იზაკელ გარაი "ლა ლიგის" პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. მას ასევე მცველები - ელიაქიმ მანგალა და ხოსე ლუის გაია მიჰყვნენ.
აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ყველა მათგანი საკუთარ სახლში იმყოფება და თვითიზოლაციის წესს იცავს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "ატალანტაში" განაცხადეს, რომ მათი გუნდის ფეხბურთელები ვალენსიაში გამართული მატჩის შემდეგ თვითიზოლაციაში არიან.