რონალდ კუმანი: "ბარსელონა" მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ შემიძლია ჩავიბარო

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდს 2021 წლის ზაფხულამდე ვერ დატოვებს.

კუმანმა De Telegraaf-ს განუმარტა, როდის შეუძლია ნაკრების დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა.

"კონტრაქტში მიწერია, რომ "ბარსელონაში" გადასვლა ევროპირველობის შემდეგ შემიძლია. ამასთან, არანაირი თარიღი არ არის მითითებული. ასე რომ, რადგან ტურნირი 2021 წლისთვის გადაიტანეს, იქამდე ვერსად წავალ. თუმცა ამ საკითხს ჩვენ კიდევ განვიხილავთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული