ულტიმატუმი: მესი "ბარსას" ამ ფეხბურთელის არმოყვანის გამო დატოვებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ბოლო პერიოდში კლუბთან საერთო ენას უფრო ხშირ-ხშირად ვერ პოულობს ხოლმე. დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მისი გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება.

El Confidencial-ის ცნობით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მესი გუნდში დარჩება - ნეიმარის დაბრუნებაა, რომელიც ამჟამად პსჟ-ის ღირსებას იცავს. 

გასული წლის ზაფხულში 28 წლის ბრაზილიელი ახლოს იყო კატალონიურ გუნდში გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში მხარეებმა ვერ შეძლეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. 

ლიონელი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას პრაქტიკულად ულტიმატუმს უყენებს, რომ ნეიმარი ნებისმიერ ფასად დააბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ ხედავს ძლიერი გუნდის
პოტენციალს და მზად არის, კარიერა სხვა გრანდში გააგრძელოს. 

შეგახსენებთ, მესის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა, ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, მას გუნდიდან წასვლა ზაფხულში უფასოდ შეეძლება.

altმოემზადეთ გაოცებისთვის: ცნობილი გახდა მესის ხელფასი კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში

alt"მიფურთხებია... მესი ფენომენალური აღარ არის" - არგენტინის ყოფილი მეკარე

alt"ბარსელონა" მესისთვის მინიმუმ 4 ფეხბურთელს დაიმატებს

მკითხველის კომენტარები / 14 /
სულელ ნეიმარზე თუა დამოკიდებული ბარსას ბედი კარგად ყოფილა მაგათი საქმე.
ვა რა დონეა
12:00 18-03-2020
4
მესი ერთი ადგილი გაანძრიე რა არ ყოლიათ დიდ ფეხბურთელებს ძლიერი გუნდი მარა მარტო ათრევდნენ გუნდს
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული