"ბარსელონას" 32 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "სევილიაში" გეგმავს დაბრუნებას, - ამის თაობაზე ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, რაკიტიჩი "სევილიაში" ამა წლის ზაფხულში გადავა. "ბარსას" ივანის გაყიდვა, "სევილიას" კი შეძენა უნდა.
რაკიტიჩი "სევილიას" ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა, შემდეგ კი "ბარსელონამ" 18 მილიონ ევროდ იყიდა.
რაკიტიჩს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონია.
რაკიტიჩს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონია.