გლები მესიზე: ერთხელ გვარდიოლამ მას დაუყვირა, ხავი პეპთან მივიდა და...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევამცველი ალექსანდრ გლები ყვება თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გუნდის თავდამსხმელთან ლიონელ მესისთან. გლების ინტერვიუ საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მას ორ ნაწილად შემოგთავაზებთ. 

"ვარჯიშის დროს მესიზე ხმას არავინ უწევდა. გვარდიოლამ ერთხელ დაუყვირა, ლიონელმა უბრალოდ ბურთს ფეხი ამოარტყა, სადღაც გადააგდო და ვარჯიში დატოვა. 

ხავი მივიდა მწვრთნელთან და უთხრა: "გესმის, პეპ, ეს ხომ ლეოა, რა გჭირს?" იქ მსოფლიოს ვარსკვლავები ვარჯიშობენ, მათ ვინ რა უნდა მიუთითოს?

ზოგადად, მესიზე სულ ჩურჩულით საუბრობდნენ. როცა გიჟურ გოლს გაიტანდა, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს მოატყუებდა ან ფენომენალურ პასს
გადასცემდა პარტნიორს, უცხოელები ვინც ვიყავით ვარჯიშზე - მე, ანრი, გუდიონსენი, ერთმანეთს ჩურჩულით ვეუბნებოდით: "დაინახეთ რა გააკეთა პატარამ?" 

ის განსაკუთრებულია. ყველას გვესმოდა, რომ ის საუკეთესო იყო. ლეო - უბრალოდ მეფეა." - თქვა გლებმა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ლაპარაკი ზედმეტია, ორივე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელებია. მესი მეტს აკეთებს მოედანზე, მაგრამ დაფარულ, რონალდუსთან შედარებით, საყურებლად, ნაკლებად ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს. რონალდუ კი სანახაობრივად, გაცილებით ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს. ამას აღნაგობაც უწყობს ხელს. მაყურებლისთვის კი ფეხბურთი, სანახაობრივია. ასეთი იყო დარასელიაც. დათოს გვერდით ის არ ჩანდა. მისი დაღუპვის შემდეგ კი გამოჩნდა, რომ გუნდის 50% ყოფილა.
ძველი გულშემატკივარი.
19:48 23-03-2020
1
ეუფ შენი ისე ხარ ბაიერნის ფანი როგორც მე არარატის.ქართველმა დედებმა იციან საყვარელ შვილზე ამის თქმა "ნიჭიერია მაგრამ ზარმაციო".ვაღიარებ რომ მესის უნიკალური ტეხნიკა აქვს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი ტალანტით აგებინებს თავის გუნდს თუ ვარჯიშით.რეალს სამი წელი ზედიზედ რომ მოაგებინა ჩ.ლ. ან პორტუგალიის ნაკრებს ორი ტიტული ვის აინტერესებდა ეს რითი გააკეთა.ან 2,5 რომ დაფრინავს და გოლები გააქვს ამას ტალანტი არ ჭირდება? მესი 12 წელია არგენტინის ნაკრებშია და კოპა ამერიკაც ვერ მოუგიათ.გამოდის რონალდუს ის ტალანტია აქვს მესიზე მეტი რომელიც გუნდს მოსაგებად ჭირდება.რაც შეეხება გამართლებას ვის არ გაუმართლა ეს ჯერ კიდევ საკითხავია.რონალდუს ჩ.ლ. 5-ჯერ აქვს მოგებული და მესიზე მეტი გატანილი,ნაკრები უკვე ვთქვი და ამასთან 99 გატანილი,საიდანაც ოფიციალურ თამაშებში 78 % განსხვავებით მესისგან 50%.ერთადერთი მახინაციებით მოპარული ოქროს ბურთებით ჯობნის.
მხოლოდ ფაქტები და არა სულელური ფანატიზმი
11:36 22-03-2020
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული